ტექსტი

რამდენი ხანია

კრანაშვილი დათო

659 ნახვა · დღეს 19

რამდენი ხანია, რაც არ მინახიხარ,
ნეტავ შეიცვალე თუ ისევ ის დარჩი?
სიტყვას შენთან ნიაღვარს ვატან,
წვიმისგან გაჩენილს
და წვიმა მფარველობს მარტოდ დარჩენილს.
ვიცი, ნიაღვრისას შენ ვერას გაიგებ,
მეც პასუხს არ ველი,
შენთან შეხვედრისაც მეშინია...
ეჰ, თავო ჩემო, მოეშვი ოცნებებს,
ხედავ, გეძახიან,
მოხედე მაგ ფერებს...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე