ტექსტი

მოვალ...

კრანაშვილი დათო

666 ნახვა · დღეს 26

დედა, ყოველთვის როცა მარტო ვართ,
_ ჭკვიანად, შვილო! _ შენ მეუბნები,
ნუ გეშინია ჩემი დაკარგვის,
წავალ და მაინც დაგიბრუნდები.
მოვივლი კუნჭულს, თუ სადმე დამრჩა,
ჩემი ხიფათის ნუ გაქვს შენ იჭვი,
დაგიბრუნდები ისევ თავნება,
მოუსვენარი, პატარა ბიჭი.
მე მოვალ... გულში ჩაგეხუტები
და შენ თვალების გამათბე შუქით,
შენც ხომ ამ დღემდე დამელოდები,
მაგ წმინდა გულით გიყვარვარ თუკი...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე