ტექსტი
*** "ფხოვის ცას"
არდოტელი მურღვა1058 ნახვა · დღეს 31
ფხოვის ცას თენების მთვარე,
თვალს, როგორც ცრემლი, ჰკიდია,
ხოშარისაკენ ნისლები
მოტირლებივით მიდიან,
აქეთ ნისლში წევს სანათა,
იქით ჩაშლილა მინდია,
გოგოლაურთას მზე როა,
ბინდაურთაში ბინდია.
ხან პატარაა საწუთრო,
ხან უსაშველოდ დიდია...