ტექსტი
***"იდო ბილიკი ცისკრის ზოლივით"
ხვედელიძე დარეჯან337 ნახვა · დღეს 1
იდო ბილიკი ცისკრის ზოლივით...
სული მებრძოლი კოშმარ სიზმართან...
ვიფერფლებოდი სანთლის ბროლივით
და მოფერება რაღას მიზამდა?!
მე დამიფარა წმინდა ქაშუეთმა,
არ გადამკარგა ზღაპრის ფერებში,
შენ არ გინდოდა ჩემი გაშვება,
შენ ჩემი სული გქონდა ხელებში.