ტექსტი

*** "ფიჭეხობასავ გარმუნმ გალისავ გულივ"

თათარაიძე ეთერ

2630 ნახვა · დღეს 1

ფიჭეხობასავ გარმუნმ გალისავ გულივ,
სანთლით ასარჩევ ქალ-ყმან ყარისავ ხატმავ,
ჩოქმოგდებულებ ვეხვეწნიითავ ქალნივ,
ბურაყჟრიალით დასტურგვყვიანავ კაცთავ.
დაჯიგრულ ფერის ფარაგა’იან ქალნი-დ
თეთრ-ლეგა ჩოხა ჩაცმულ ყმან გვლოცის
ჯვარმავ.