ტექსტი

*** "რა'ივ დედო"

თათარაიძე ეთერ

2675 ნახვა · დღეს 19

რა’ივ, დედო, მძიმდება
ი’სრეც ნაჯაფ მუხლებ,
ბაბე გარევ გმინავსა:
`სოფელს აღარ ვუხდებ~.
ანად თებროს ეზოში
ბილიკ ხო არ უქმდებ,
საბედა’ის ძაგ-ძუგით
რომა ხო არ დუნდებ,
სერო ჩამოდისაღა,
გზას მეტ დროს ან უნდებ,
მათიკო-დათიკოთა
ხსოვნა ხო არ ხუნდებ...
რა’ი, დედო, ნაღალ გულ
ხო არ წყლულდებ-ფუვდებ.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე