ტექსტი

*** "გრძელი გზა გავიარე"

ლებანიძე ფიქრია

582 ნახვა · დღეს 20

გრძელი გზა გავიარე
თვალებდახუჭულმა,
არ ვიცი, სადა ვარ,
არც მინდა ვიცოდე!
ჭუჭყიანი სადგურები,
ბინძური უბნები...
ფუთფუთებს საქართველო,
ირევიან მგზავრები:
სომხები, თათრები,
ოსები, ქურთები...
ავტობუსი მიინჯღრევა
საქართველოს
უღვთო გზებზე...
რა დამაძინებდა
ასეთ აღმართებში!
თავს ვიმძინარებ და
ცხადს თვალს ვერ ვუსწორებ,
ვაი, რომ _
არას მრგებს დახუჭვა თვალის!
ვაი, რომ _
ვხედავ ყველაფერს!
ვაი, რომ _
ვშველი ვერაფერს!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე