ტექსტი

*** "შენს ლამაზ სახეს ვეხები ნაზად"

ბერაძე ნუგზარ

1185 ნახვა · დღეს 1

შენს ლამაზ სახეს ვეხები ნაზად
და გულზე ვიბნევ, როგორც ენძელას,
არ გამივლია არასდროს აზრად
თუ ბოლოს შენთან წოლა მეწერა.
არ გამივლია არასდროს გულში
და ახლა ვგრძნობ, რომ თავისით მოხდა.
ქათქათებ, როგორც ყვავილში ნუში
ქათქათებს ხოლმე ნაზად და კოხტად.