ტექსტი
იმედის წნულში
მაჭარაშვილი სოსო421 ნახვა · დღეს 1
რწმენის გარეშე დრო არ განცდილა,
არც სათნოება გაზრდილა სულში,
განწირულია ეჭვის ბაცილა,
გამომწყვდეული იმედის წნულში.
იმპერიების უჟმური მტრობა
უსახურია, ვითარცა მწუხრი,
მწამს უმაღლესი სიკეთის გრძნობა
და დაფნის რტოებს სიმართლეს ვუხრი.