ტექსტი
ფრაგმენტი ზამთრიდან
ნარმანია ზურაბფიფქებს ეტლებით დააქვთ სიჩუმე,
სიჩუმე – სულის შემაშფოთები,
ახლა ღრუბლებში შემოდგომაა
და ცვივა ციდან თეთრი ფოთლები.
ამოდის მთვარე – ღამის ალამი,
თოვლის თოლიებს იხდის საღამო,
აქვე სალამი, აქვე მშვიდობით,
არაფერია დაუსაბამო.