ტექსტი

*** "სიკვდილი არაფერია"

ოთარაშვილი ვაჟა

2024 ნახვა · დღეს 18

სიკვდილი არაფერია,
ძნელი სიკვდილის შიშია...
სიცოცხლე ზეცის ფერია,
შენ მელანდები ძილშიაც...
თუმცა სიცოცხლეც ტანჯვაა,
(აბა რა ჰქვია უშენოდ?)
მოდი, დამკარი ხანჯალი,
იქნება სიკვდილს ვუშველო...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე