ტექსტი

ჭრიჭინები

მღვდლიაშვილი თინათინ

10754 ნახვა · დღეს 20

მარტოხელა, მარტოსულო დედოფალო,
გაიშალე ოქროსფერი თმები...
გენატრება ზამბახების სიფაქიზე,
გენატრება ზამბახების ფერი.
ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები
და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს...
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.
არ დამტოვო, გევედრები, არ დამტოვო,
სინანული აგიცრემლებს თვალებს,
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
ვერ გაუძლებ მარტოობის დარდებს.
ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები
და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს...
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე