ტექსტი

*** "ჩონგურზე ამღერებულ"

ტიგინაშვილი დავით

488 ნახვა · დღეს 1

ჩონგურზე ამღერებულ _
მამაჩემის დაძარღვულ ყელზე
საქართველოს ძველი რუკა დავინახე _
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული...
აი, რატომ მქონია
გულ-სისხლძარღვებში
ჩადუღაბებული
მთელი საქართველო!