ტექსტი
ავი წინათგრძნობა
მეტრეველი ლელაარც ყაყაჩოთი მორთული ველი,
არც მოქათქათე ნუშის რტოები,
ამ ნიადაგზე ტკივილის ლელი,
ცრემლიან ცოდნით ნასაზრდოები,
იხარებს მხოლოდ. ძალიან ვწუხვარ,
მაგრამ, რომც გვსურდეს,
ვერაფერს შევცვლით...
ჩვენს ცაზე ისევ _ ნისლები უხვად,
კერაზე ისევ _ ჩამქრალი ცეცხლი.