ტექსტი

*** "შენს გამო მთებმაც მომიძულეს"

ბედოშვილი ლია

785 ნახვა · დღეს 21

შენს გამო მთებმაც მომიძულეს,
ვეშვები თავქვე,
იქ, კალაპოტში აწონიან
ჩემს წილ ცხოვრებას.
დავიდგამ ავეჯს,
ახალ-ახალს ჩავიცვამ კაბებს,
იაგუნდებით დავაჩუმებ
მაღალ გოდებას...
შენს გამო მთებმაც მომიძულეს,
ვეშვები თავქვე
და განთიადის თეთრი ელდა
ფეხებთან წვება...
ღამით კი მთვარე, გალეული,
ყვითელი ბავშვი
გამექცევა და ცას ტირილით
შეატოტდება.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე