ტექსტი

*** "ახლა მოგინდა..."

სულაკაური გიგი
ახლა მოგინდა დაიბრუნო
შენივე თავის ყველა ნაფლეთი
სხვაგან და სხვაგან რომ
მიაშტერე?
სანთლის შუქზე დალაგებულო
ნაწვალებო ფიქრებო და ძველო დღეებო!
რა მარტივად გინდათ წამშალოთ
გამაძევოთ
საკუთარი მოგონებიდან...