ტექსტი

დაძველებული კაცი

სულაკაური გიგი

1374 ნახვა · დღეს 22

რამ მაიძულა დამენახა
შენს აგდებულ გამოხედვაში
მობეზრებული სინათლეები:
დაბზარული დერეფანი,
ძველი პალტო
და ასევე დაძველებული კაცი,
რომელსაც უყვარდა ქერის არაყი;
მერე კი...
უცნაური ამბების მოყოლა იცოდა ხოლმე.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე