ტექსტი

*** "მგელს_კრავი, ტურას_ქათამი"

არაბული შაბურა

1867 ნახვა · დღეს 25

მგელს _ კრავი, ტურას _ ქათამი,
შაბურას პური არ შია,
თოვლიან ქედებს ავლია
ნისლის მსუბუქი არშია.
მარტო ვარ, მარტო ვირჯები,
თმაგაჩეჩილი ქარშია...
იმ ქალმა ჩემთან სიცოცხლეს
სხვასთან სიკვდილი არჩია.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე