ტექსტი

მამულს

არაბული შაბურა

1868 ნახვა · დღეს 20

აქ ვარ... ათასჯერ სიზმრად ნახული
მეათასერთედ უნდა მენახე...
დამაკოცნინე შენი ხახული
და მომაფერე ბებერ ვენახებს.
ამანთებინე ქარში სანთლები,
ამანთებინე და მადარაჯე,
არ მაპატიო ერთი ჩათვლემაც,
გამომაღვიძე წამში მრავალჯერ.
გამახედნინე ურა კვიცები,
ნახო ნალები, დალეწილები...
თუ დაგჭირდება, ღრუბლად ვიქცევი
და შენს ჯეჯილებს დავეწვიმები!..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე