ტექსტი
*** "არა ეს თვალები არ არის"
ოდიშარია გურამ1416 ნახვა · დღეს 1
არა, ეს თვალები არ არის _
ჭრილობებია,
ზღვის მარილით განბანილი.
არა, ეს მზერა კი არ არის _
ვედრებაა,
უენო და დაჩოქილი.
არა, ეს დუმილი კი არ არის _
ქვითინია
სიჩუმესთან, როგორც დედასთან.
არა, ეს სიტყვა კი არ არის _
ბაგეა შენი
დაღლილი ჩიტი.