ტექსტი

*** "დილა და დილა იღვიძებს ბაღი"

ოდიშარია გურამ

1457 ნახვა · დღეს 25

დილა და დილა იღვიძებს ბაღი
მამულის ხმებით შუქმოიეფე _
ზღვისფერი ხმები,
სათიბების ბიბინა ხმები _ ჟამთაღმწერლები
თავკამკამა დღეებს იწყებენ.
ბაღს ერკინება ბგერის ხანძარი _ უსურვაზი
და ღელავს ერწოც.
შტომრავალ ბაღში უნათლო წყალია,
ქრიზანთემების თმები
და ბილიკი,
რომელსაც ძალუძს დაბრუნება,
რომელიც დახატეს
მომლოდინე თვალებმა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე