ტექსტი

პარიზული

ყუბანეიშვილი კოტე

1427 ნახვა · დღეს 27

ეს არის ქალაქი რომ ახლავს ქარიზმა
და შეყვარებულთა ურიცხვი არმია
მსოფლიო კულტურა გამაცნო პარიზმა
ფრანგული კინო კი სიცოცხლის შარმია
ის გათბობს უმზეოდ გაცნობით მოდების
აქ თვალი თვალს ხვდება უხდება ფერი ფერს
ლექსი მსურს მუზეუმს მივუძღვნა როდენის
ან რამე ვუმღერო საყვარელ ეიფელს
და თითქოს მგზავრობა მიწევდეს მე დროში
შეხვედრა წარსულთან შეგრძნებებს მიკაჟებს
და როგორც ჰადესში ჩავდივარ მეტროში
რომ შევხვდე ათასგვარ საოცარ ტიპაჟებს
და სულში თუ გაჩნდა სიამის ხანძარი
ჩამიქრობს პარიზის ღვთიშობლის ტაძარი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე