ტექსტი
საღამო ქართლში
არაბული ბაღათერგამოჩნდა ქართლი ქარებით სავსე,
ამოქარგული ათას ფერებად,
სად მზე მილეულ სხივთა სავსავით
მიწანწკარებს და მიესვენება...
ჭალისპირები ჩრდილით ირთვება,
ჩრდილით ხევებმაც იწყეს ავსება
და ბინდის სამოსს იცვამენ მთები
დღიდან ღამეში გადასასვლელად...