ტექსტი

ღამისთევა ხრამთან

რეხვიაშვილი ნიკო

698 ნახვა · დღეს 20

ბაიათს სევდა გადმოჰყვა ძველი,
გაღმა სოფლიდან, ხრამისპირ, ღამით...
ოთხასი წელი, ოთხასი წელი
უცხო ჰანგს რატომ ისმენდეს ხრამი!..
ეს ცეცხლი გულშიც გიზგიზებს მწველი,
და გული ისევ სივდება შხამით.
ნატვრის ახდენა თუმცაღა ძნელი,
უფალო, ქართველს აღირსე, ამინ!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე