ტექსტი
*** "წელს წელი უტევს"
დავითაძე ემენ1005 ნახვა · დღეს 1
წელს წელი უტევს, მოდის მეორე,
ეს მერამდენედ ხენი აკვირტდა.
გგონია, გასცდი ბობოქარ მორევს,
მოიხედავ და... დგახარ ნაპირთან.
წელს წელი უტევს, თანდათან იწვი,
თანდათან წურავ გულის ნაფიქრალს.
გგონია, გასცდი საყუდარს მიწის,
მოიხედავ და... დგახარ ნაპირთან.