ტექსტი

*** "შენ სათვალავში არა ხარ სხვებთან"

ქუთათელაძე ბადრი

1436 ნახვა · დღეს 21

შენ სათვალავში არა ხარ სხვებთან...
შენ ცალკე, სადღაც სიღრმეში მყევხარ!..
მე ყველას ვუძღვნი ცოტ-ცოტა სითბოს,
შენ სულ სხვა ცრემლს და სიყვარულს ითხოვ...
წუხს ახლა ღამე, დაღლილი ჩემით,
ვზივარ და გიწერ პატარა წერილს,
ვზივარ და ლანდი დამცინის ჩემი,
ეს, მერამდენე გასულა წელი!..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე