ტექსტი

*** "აპრილი ხეზე შემოჯდა კვირტად"

მეტრეველი მერაბ

814 ნახვა · დღეს 19

აპრილი ხეზე შემოჯდა კვირტად
და ჩვენში ლაღი ჩიტივით გალობს.
უცებ გაკოცე და გაგიკვირდა,
რად გაგიკვირდა, პატარა ქალო!
სხეულში უხმოდ აფეთქდა დენთი
და სულში ცეცხლი აშარიშურდა,
მე განა შენთვის, ო, განა შენთვის,
გაზაფხულისთვის მეკოცნა მსურდა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე