ტექსტი
*** "ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო"
ხორნაული ვაჟაერთხელ შენც გნახე, სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა,
ვიფიქრე: გავუსწორდები,
ხელიც გავიკარი ხმალზედა,
მაგრამ ვერ გადმოგიქნიე,
მზე დაგფენოდა ტანზედა.
დავიხარე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა.
ტექსტი