ტექსტი
ლიხის თავზე
შონია ჯემალ1631 ნახვა · დღეს 2
ლიხის თავზე ქარნი ისევ ღელავენ,
აქ ამეღამ თოვლი თვალს არ მილულავს...
ჩამორბიან მთით კამკამა ღელენი
და ერთვიან ტანამღვრეულ ძირულას...
სულ ამაოდ თავი მოიმძინარეს,
ეს ჭალები ისევ ქარმა არბია...
შეერთვიან ეს ღელენი მდინარეს,
მერე მასში უფრო სწრაფად გარბიან...