ტექსტი

ეს დედამიწა

შონია ჯემალ

1626 ნახვა · დღეს 1

დგახარ უსაზღვრო სივრცის საზღვრებთან
და გზას გაჰყურებ, მარად უხედნელს...
ეს დედამიწა ყველას გაგვსრესდა,
მას ზეცა რომ არ ამსუბუქებდეს.
მაინც ჩერდება დროის მარხილი
და სილაჟვარდე ვეღარ გვიტაცებს,
რადგანაც ბელტი, გულზე დაყრილი,
მძიმეა თვითონ დედამიწაზე.