ტექსტი

რასაც ცას ეტყვი...

შონია ჯემალ

1667 ნახვა · დღეს 24

ვეფეროთ ამ ნერგს, იგი უზადოდ
სამშობლოს ხვალეს უნდა ვუზარდოთ.
ვახაროთ ვაზი, ხვალეს უცილოდ
თუ გვინდა ხელი რომ გავუწვდინოთ...
ვიყოთ ფესვები იმ ხის, რომელიც
გვაღირსებს ნათელს მიუწვდომელის...
შენც იმ სათქმელში უნდა ეწერო,
რასაც ცას ეტყვის მერე კენწერო...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე