ტექსტი

მეტეორი

ბარამიძე ილია

756 ნახვა · დღეს 22

კიდევ უფრო თამამად,
კიდევ უფრო ფრთაგაშლით
სივრცეებში იქროლე,
სულო თავისუფალო.
მეტეორი მიწისკენ როცა მოქრის,
კაშკაშებს,
თორემ მერე კენჭია, უსხივო და უბრალო.
უმოძრაო მნათობნი შეგნატრიან შორიდან,
იკაშკაშე შენ შენთვის,
მათ ინათონ თავის წილ.
მეტეორო, არ იქცე ციცქნა მეტეორიტად,
იქროლე და მიწაზე დაშვებამდე დაიწვი!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე