ტექსტი

ფეხისწვერებზე მოდის სიბერე

ჩხიკვაძე ვანო
ფეხისწვერებზე მოდის სიბერე
პირისფარეში თქვენი.
ყელს ძველებურად ვერ მოიღერებთ,
მაინც სიბერეც გშვენით.
მოდის ზამთარი, თეთრი ოცნების
იფურცლებიან დღენი,
გარეთYთოვლია, სულში მოწყენა,
თქვენ ეს მოწყენაც გშვენით.
ჩამოიშალა მკერდი ნათალი,
ჟამი დასრულდა ფრენის,
საოცარია, თოვლიც, ზამთარიც,
თქვენ ყველაფერი გშვენით.