ტექსტი
წმინდა სამება
ჭყოიძე მთვარისა511 ნახვა · დღეს 17
წმიდა სამება
ჩვენი ნუგეში.
ილიას ლოცვით
მირონცხებული,
დგას მაღალ მთაზე
სიმყუდროვეში
გაცოცხლებული,
მზე წამოსხმული,
ცად ატყორცნილი
უფლის საუფლო,
წმიდა ტაძარი,
მადლის მფრქვეველი
და დალოცვილი
უზენაესი
სხვაგან სად არის.