ტექსტი

ჩანთა

ჩიხლაძე დავით

2308 ნახვა · დღეს 19

ზანგ მოხუც კაცს ხელზე ვკოცნი. შენზე კი ვფიქრობ
ის მღერის ბლუზს, ის მეტროს ღმერთია.
მე კი დღეს მომენატრა, დაგინახო
ზაფხულში, ჩანთით.

როგორ ირიბად გაუვლი იმ ქალს,
გაზეთებს რომ პოეზიად მიიჩნეს.
როგორ იოლად მოისვრი სიგარეტს,
სადაც გოგო და ბიჭი ერთმანეთს შეხვდნენ.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე