ტექსტი

*** "გადაიარეს ცაზე ღრუბლებმა"

მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)
გადაიარეს ცაზე ღრუბლებმა,
გადააფინეს ბაღებს ჩრდილები...
სად ხარ, ნანატრო თავისუფლებავ,
მზესავით რად არ გვეღიმილები?!
ვინ არის, ვისაც არ ენატრები,
ვისი სიცოცხლეც ძონძში ფლასია,
შენ გულის-გულში აკელაპტრდები,
სიცოცხლეს მხოლოდ შენი ფასი აქვს...
გადააფინეს ბაღებს ჩრდილები _
გადაიარეს ცაზე ღრუბლებმა,
მზესავით რად არ გვეღიმილები,
სად ხარ, ნანატრო თავისუფლებავ!...