ტექსტი

გამოუნელდა მზე ღვინოსავით

მოლაშხია ზაურ

927 ნახვა · დღეს 1

გამოუნელდა მზე ღვინოსავით
და ჩაადევნა მზერა დაღმართებს...
ერთ დროს მეხვავე იყო მოსავლის,
არ ჩერდებოდა კაცი დაღლამდე.
ახლა ძლივს მიდის. თითქოს ფეხს ითრევს,
თითქოს ყოფიდან ვერ გაეტია...
რა დანანებით ხელს უქნევს მინდვრებს, _
თვალს მიფარებულ მზეს გაეტირა.