ტექსტი
ლექსებად გტოვებ
ზარიძე ეთერსულში წარსული სევდად რიალებს
და ცრემლი ბრწყინავს თვალთა გუგებში,
რა ცოტა გვყოფნის ადამიანებს,
მაგრამ სად არის ხსნა და ნუგეში?
ამაყი სული კვლავ ცისკენ ილტვის,
ტკივილით მავსებს სევდიან პოეტს. . .
მე წუთისოფლის სტუმარი ვიყავ
და ჩემს სიცოცხლეს ლექსებად ვტოვებ.