ტექსტი

ლექსებად გტოვებ

ზარიძე ეთერ

575 ნახვა · დღეს 21

სულში წარსული სევდად რიალებს
და ცრემლი ბრწყინავს თვალთა გუგებში,
რა ცოტა გვყოფნის ადამიანებს,
მაგრამ სად არის ხსნა და ნუგეში?
ამაყი სული კვლავ ცისკენ ილტვის,
ტკივილით მავსებს სევდიან პოეტს. . .
მე წუთისოფლის სტუმარი ვიყავ
და ჩემს სიცოცხლეს ლექსებად ვტოვებ.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე