ტექსტი

*** "საფლავთა ზემოთ ვტრიალებ"

ხარხელაური ტარიელ
საფლავთა ზემოთ ვტრიალებ,
ვკივი,
ღრუბლებს ვბრდღვნი ქორივით.
შავს კლდესა შავი მდინარე
ჩასხლტება ნიამორივით.
მაწვიმს და შენი სურვილი
ჟრუანტელივით მომივლის.