ტექსტი

*** "მოვსულვარ"

ხარხელაური ტარიელ

2953 ნახვა · დღეს 21

მოვსულვარ,
მოვკვდე და შენთვის ვწერო,
მონა წარსულის,
ახლის მლოცავი...
შენ გამახსენე,
მამულო ჩემო,
რამე თუ დამრჩეს დაუკოცნავი.
მზე ელამ თვალებს მტვერით ამივსებს
და მიმილეწავს სულს ქარიშხლიანს,
უნდა დავმიწდე ბებერ კრწანისზე
და ზურგზე მუხა ავიშრიალო.
ცა, როგორც ცხენმა _ლაგამი, შევხარ,
გზა ოქროსფერით მოვავარაყე;
სამშობლოვ ჩემო,
პოეტი შენ ხარ,
მე შენი ენით მოლაპარაკე!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე