ტექსტი

ეს პირშავი დღე

ფხოველი ჯარჯი

2061 ნახვა · დღეს 17

ეს პირშავი დღე არა ჰგავს წამსვლელს:
კვალზე მოგყვება ჯავრით ატანილს...
გაგირბის, მაგრამ ბრუნდება წამსვე
შხამი, გზადაგზა პეშვით ნატარი...
ხსოვნაში წივის დროის ისარი.
მოგონებების კვამლი, სახლში რო
დგება: ის კვამლი შენი ცის არი,
შენი მტვერია, გულის ნახშირი!
თითქოს შავებით ბილიკზე დაგსვეს:
შენს ცრემლს ერევა ცრემლი სატანის...
ეს პირშავი დღე არა ჰგავს წამსვლელს:
კვალზე მოგყვება ჯავრით ატანილს...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე