ტექსტი
*** "ახლახან მივხვდი"
კალანდია რენე1126 ნახვა · დღეს 20
ახლახან მივხვდი: ჩემი წარსული
დამარცხებათა ნუსხაა მხოლოდ _
ამბოხებულის და დაღდასმულის
გამათხოვრება _ ბოლოს და ბოლოს
ფალიაშვილის ბგერა _ გოდების
წამი: სულისა და ხორცის გაყრა...
შემდეგ _ საფლავის მტვრიან ლოდიდან
ასხლეტილ სხივის ზეცისკენ აყრა...