ტექსტი

სიკვდილ-სიცოცხლის გზაჯვარედინი /უმაღლესი პილოტაჟის მოლოდინში/

კალანდია რენე

1122 ნახვა · დღეს 20

წვიმიან დღეთა უსასრულობის
სიზმარ-ცხადს უცებ აკრთობს სტრიქონის
ელვა და გიპყრობს, არათუ ფლობაგაცემის
ჟამი, არამედ გონის
დაკარგვის ჟინი: შენ უკვე სხვა ხარ,
აღარ ეკუთვნი სამყაროს სულაც:
უფალი უსმენს შეშლილის ხარხარს, _
შენში დემონი აღზევებულა...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე