ტექსტი

*** "აჰა, აყვავდა ისევ"

კალანდია რენე

1084 ნახვა · დღეს 1

აჰა, აყვავდა ისევ,
დალის ოცნების ბაღი!..
ვკვნესი: უფალო, მიხსენ,
როცა წერისგან დაღლილს,
სიკვდილი მომენატრება,
თავის მოკვლაზე ვფიქრობ...
უეცრად აშრიალდება,
სატანა სანთელს მიქრობს _
ტვინში... იღვიძებს ბუნება _
ჩემში... მეც ვიგრძენ, ბაღმაც:
აჰანდე, შემობრუნება
დაღმა მავალის აღმა...