ტექსტი
მოგმართავთ ყველას
ბართაია ნომადი554 ნახვა · დღეს 1
მოგმართავთ ყველას,
მოგმართავთ ყველას,
თხოვნით საოცარ
თბილით და წრფელით,
არ არის ძნელი,
სულ ადვილია,
გიყვარდეთ ჭადრის
ფოთლები ხმელი.
ამასთან ერთად,
ერთ რამესაც გთხოვთ,
და შემისრულეთ
ეს თხოვნაც ბარემ,
მადლობას გიხდით,
წინასწარ ყველას _
ჭადრის ფოთლებზე
მომწერეთ რამე.