ტექსტი
სიხარული
ნიშნიანიძე შოთა24905 ნახვა · დღეს 1
ღელესთან ლოდი გადავაბრუნე,–
ყვითელი გლერტა ადგა მთქნარებით,
ტყის სურნელება მომესალბუნა,
წვიმების სუნი გადასარევი.
მთელი დღე ლღვება სულში სალბუნი
და ფიქრითა ვარ ლოდის ნაწოლთან...
უბრალოდ–ლოდი გადავაბრუნე
და ხმელი გლერტა წელში გასწორდა...