ტექსტი

წიგნებს

ნიშნიანიძე შოთა
წიგნებს,–
რომლებსაც ვერ წავიკითხავ,
ლექსებს,
რომლებსაც ვერასდროს დავწერ,
ბიჭებს 
რომლებსაც ვეღარ შევხვდები,
პირველ შეხვედრებს,
აუმხდარ სიზმრებს–
ჩავთვლი დაკარგულ ბედნიერებად.