ტექსტი
* * * იმ ფიქრით სავსე მივიკვლევდი გზას ჭალა-ჭალა (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
ბროდსკი იოსიფ
იმ ფიქრით სავსე მივიკვლევდი გზას ჭალა-ჭალა,
რომ ჩემს ზურგს უკან მყის ქრებოდა ფიჭვის ხეები,
როგორც ფოთლები დაფენილი, რომლებიც მალე
ქრება, იხრწნება მიწის პირთან ნელი შეხებით.
რომ ის არსებობს, რაც წინ გვაქვს და იქედან გვიხმობს:
მაგალითისთვის ეს მანქანაც, ძალიან გამძლე
ბეტონზე რომ დგას, და რომელშიც უსიტყვოდ, უხმოდ
მელოდებიან, თუმცა სიგნალს არავინ მაძლევს.
ხმაურიანი ნაბიჯებით ამ სიბნელეში
მივიჩქაროდი, უშფოთველად ეძინა ჭალას.
ვიგერიებდი წვრილ-წვრილ ტოტებს ხელისგულებით,
უცებ მათ შორის გზა გამოჩნდა, მყის დაიმალა.
მთელი საათი მე ვარკვევდი ბილიკებს სავალს,
ნაბიჯი მქონდა ჯარისკაცის მარდი, შვეული
და დავინახე შემაღლებულ ბორცვზე რომ აველ -
ეს გზა ყოფილა უდაბური და მოხვეული.
ზეცა, მავთულს რომ დრეკდა თითქოს, ზუსტად ვერ მივხვდი,
გზას ეხებოდა თუ ერწყმოდა - მოჩანდა მკრთალად.
ასე უსიტყვოდ, უხმაუროდ მიმოვიხედე

და დავინახე – ახლა უკვე მე სულ სხვა ჭალა.