ტექსტი
*** "როგორც მაისის წვიმების შემდეგ"
ნეკერიშვილი ნაილი938 ნახვა · დღეს 1
როგორც მაისის წვიმების Eშემდეგ
განბანილ ფოთლებს
დაადგება უცხო სინათლე,
მზისა და ჩუმი სინარნარისა,
ისე ცრემლებით სავსე უბის
ჩამოცლის შემდეგ,
თითქოს ვბავშვდები და დაკარგულ
სიწრფელეს ჩემსას ისევ ვიბრუნებ,
საუფლო ჩემი კვლავაც მაღლდება.